ტრენინგების და გასართობი აქტივობების ჩატარება დასაშვები გახდება.

1-ლი ივლისიდან გარკვეულ შემთხვევებში

ამის შესახებ, „ შესახებ“ დადგენილებაში შედის ცვლილება.

 როგორც მთავრობის 22 ივნისის დადგენილებაშია აღნიშნული, ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით, გარდა ღია სივრცეში ჩასატარებელი ტრენინგებისა და სემინარებისა.

„პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ტრენინგცენტრების საქმიანობა დასაშვებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე,“-ვკითხულობთ დადგენილებაში.

ამასთან, როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, 1-ლი ივლისიდან კულტურული ღონისძიების ჩატარება, გარდა სამუზეუმო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა, ასევე ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, შესაძლებელი იქნება რომ არადისტანციური ფორმით ჩატარდეს.