2019 წლის პირველი ნახევრიდან ძალაში უნდა შესულიყო რეგულაცია, რომლითაც საქართველოში საქმიანობის უფლება მხოლოდ სერთიფიცირებულ გიდებს ექნებოდათ.
ამ ინიციატივას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში მომუშავე გიდების მხრიდან და საკითხის გასაპროტესტებლად მათ შესაბამისი პეტიციაც შეიმუშავეს.
დღესდღეობით ახალი რეგულაცია არ ამოქმედებულა და გიდების სერტიფიცირების საკითხიც გაურკვეველი ვადით გადაიდო.