5 მაისიდან ავტოსარემონტო დაწესებულების მუშაობა და სამშენებლო საქმიანობა დასაშვები ხდება.
ამის შესახებ, პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კერძოდ, მისი თქმით, 5 მაისიდან სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ნებართვები საქმიანობის აღდგენის მიზნით. ასევე ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში შეეძლებათ საქმიანობის განხორციელება ავტოსარემონტო ობიექტებს.
გახარიას თქმით, კომპანიებს და ობიექტებს მოუწევთ იმ რეკომენდაციების და უსაფრთხოების წესების დაცვა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული.