ახალი რეგულაციები

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში სრულად აღარ მოიხსნება.

ამის შესახებ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. კერძოდ, გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რა შეზღუდვა დარჩება კვლავ ძალაში და რა შეზღუდვა მოიხსნება 24 დეკემბრიდან.

  • 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება;
  • კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა;
  • 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. გამონაკლისი მხოლოდ ახალ წელს (31 დეკემბერს) და შობას (7 იანვარს) დაიშვება;
  • 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გახსნება. იმუშავებენ აგრარული ბაზრები, თუმცა უსაფრთხოების წესების დაცვით.
  • 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ, თუმცა, რიგი წესების დაცვა დასჭირდებათ.